Tuesday, December 16, 2008

კომუნიკაციის ხიდი

პროქტის სახელწოდება: კომუნიკაციის ხიდი
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები სტუმრობენ უნარშეზღუდულ, ასევე სოციალურად დაუცველ და საარმზრდელო დაწესებულებებში მყოფ მიუსაფარ ბავსვებს, რომლებმაც თავი უნდა იგრძნონ ამ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად,მოხდება მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია, დაინერგება ინკლუზიური სწავლების მეთოდები და გაიდება მათთან თანადგომისა და ურთიერთთანამშრომლობის ხიდი.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები (უფრო სემოქმედებითი ნიჭის,სპორტული მონაცემების მქონე ) სტუმრობენ სპეციალურ სკოლა-პანსიონს, სადაც სწავლობენ უნარშეზღუდულ მოსწავლეები. ეცნობიან მათ, უმეგობრდებიან, უყვებიან თავიანთ შესახებ, არკვევენ მათ რა უყვართ, რა აინტერესებთ, ვის რისი ნიჭი, უნარი გააჩნია და ქმნიან სხვადასხვა წრეებს. მაგალითად: ცეკვის, ხატვის, მუსიკის, სპორტის და ა.შ. ანუ ხდება ბავშვთა შესაძლებლობების სტიმულირება ისეთი შემოქმედებითი გზით, როგორიცაა ხელოვნება, სპექტაკლების დადგმა, ხელთნაკეთობების შექმნა... ასევე საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვა და დაინტერესება.
პროექტის ბოლოს მოსწავლეები მოაწყობენ პრეზენტაციას. გამოფენენ თავიანთ ნამუსევრებს, ნახატებს, პროექტზე მუშაობის ამსახველ ფოტომასალას, წარმოადგენენ სპექტაკლებს, მოაწყობენ სპორტულ შეჯიბრებებს.
მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 14,15,16,17/VIII,IX,X,XI,XII.

ვადები/ხანგრძლივობა: პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2008-2009 სას. წელს /5 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები: საუბარი,კითხვა, დისკუსია, ხატვა, სპექტაკლების დადგმა, ლაშქრობები, ექსკურსიები, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია, რაც შეიძლება შეიქმნას.
  • სურათების, ნახატების, ფოტომასალის, თვითნაკეთობების გამოფენა.
  • სპექტაკლების გამართვა.
  • სპორტული შეჯიბრებების მოწყობა.
  • მოსწავლეები შეძლებენ სხვა წევრებტან თანამშრომლობას მათ დახმარებას და თანადგომას შეძლებენ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევასა და საკუთარი შეხედულებების თავისუფლად წარმოჩენას.
  • გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, ინფორმაციის მიწოდების, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ ჩვევები, გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარები.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტში ჩართვა შეუძლიათ შემდეგი საგნის მასწავლებლებს: ქართულის, ისტორიის, ხელოვნების , მუსიკის, ფიზიკური აღზრდის და სხვა.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

ქუთაისის №28 საჯარო სკოლა. ქუთაისის №2 სკოლა -პანსიონი

პროექტის ფასილიტატორის სახელი:

ირმა გუმბერიძე, თამარ ფურცხვანიძე, ნუკრი კიბაბიძე.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
irmapizika@gmail.com
tamari5555@gmail.com
kibabidze5555@gmail.com